მარკო რუბიო – შესაძლოა, მომავალ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს

შესაძლოა, მომავალ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მარკო რუბიოს ცნობით, -ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სავარაუდოდ, მომავალ კვირას ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდება.
„პრეზიდენტს პუტინთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი ჰქონდა, ასევე რამდენიმე შეხვედრა ზელენსკისთან, მათ შორის, შესაძლოა, მომავალ კვირას ნიუ-იორკში კიდევ ერთი შედგეს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, დონალდ ტრამპი ერთადერთია, ვისაც ვლადიმერ პუტინთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელებთან საუბარი შეუძლია.
„თუ ის [დონალდ ტრამპი] ამ პროცესს გამოეთიშება, ან რუსეთს სანქციებს დაუწესებს, მაშინ მსოფლიოში არავინ დარჩება, ვინც შუამავლის როლის შესრულებას შეძლებს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები