ერთი თვე საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ ეუთო/ოდირი ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც გამოიარა ეუთო/ოდირმა საქართველოში, მესმის, რომ მათ მაინცდამაინც მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ

ერთი თვე საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ ეუთო/ოდირი ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც გამოიარა ეუთო/ოდირმა საქართველოში, მესმის, რომ მათ მაინცდამაინც მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ
რეალურად საკმარისი დრო იყო ერთი თვე იმისათვის, რომ ეუთო/ოდირი ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა ჩვენ გვესმის იმ გამოწვევების გათვალისწინებით, შეურაცხყოფა, ათასი უბედურება, რაც გამოიარა ეუთო/ოდირმა საქართველოში, მე მესმის, რომ მათ მაინცდამაინც მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთი თვით ადრე ეუთო/ოდირის მოწვევა არის ჩვეულებრივი პრაქტიკა.
„არის ჩეხეთის მაგალითი, ერთი თვით ადრე იყო ზუსტად, 2-ში მოიწვიეს. მისიის ანგარიშში წერია სწორედ ის, რომ ელოდებოდნენ მოწვევას, მოსალოდნელ მოწვევას უკავშირდებოდა, მოწვეული არ იყო. მინდა, შეგახსენოთ, რომ როდესაც საპრეზიდენტო გაიმართა 2008 წელს 5 იანვარს, 2007 წლის 6 დეკემბერს მოიწვიეს, ერთი თვე ეყო მაშინ ეუთო/ოდირს. ამიტომ აქ სასპეკულაციო საერთოდ არაფერია, რეალურად საკმარისი დრო იყო ერთი თვე იმისათვის, რომ ეუთო/ოდირი ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა ჩვენ გვესმის იმ გამოწვევების გათვალისწინებით, შეურაცხყოფა, ათასი უბედურება, რაც გამოიარა ეუთო/ოდირმა საქართველოში, მე მესმის, რომ მათ მაინცდამაინც მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Previous: ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება