ისრაელის თავდაცვის მინისტრი – ღაზა ცეცხლშია გახვეული – უკან არ დავიხევთ, ვიდრე მისია არ შესრულდება

ღაზა ცეცხლშია გახვეული, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს. „ისრაელის თავდაცვის ძალები ტერორისტულ ინფრასტრუქტურას ურტყამს. ჩვენ უკან არ დავიხევთ, სანამ მისია არ შესრულდება“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.
მისი თქმით, „ჯარისკაცები გმირულად იბრძვიან, რათა „ჰამასის“ დასამარცხებლად და მძევლების გასათავისუფლებლად შესაბამისი პირობები შექმნან“.
შეგახსენებთ, დღეს ღამით, ისრაელმა ქალაქ ღაზას ოკუპაციის მიზნით სახმელეთო შეტევა დაიწყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქალაქ ღაზადან 350 000-ზე მეტი პალესტინელის ევაკუაცია განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება