ნატა ფერაძის სახლთან ხმაურია – ადგილზე აქციას “ალტ-ინფოს” წარმომადგენლები მართავენ

სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სახლთან ხმაურია. ადგილზე “ალტ-ინფოს” წარმომადგენლები აქციას მართავენ, მიზეზი კი სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალაა.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. აქციის მონაწილეები ნატა ფერაძის სახლთან მიახლოებას ცდილობენ, რის საშუალებასაც პოლიციელები არ აძლევენ.
ცოტა ხნის წინ, -მ განცხადებაც გაავრცელა. უწყების ცნობით, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა