გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია ბიტკოინების მითვისების საქმეში და ამის პარალელურად ის და მისი ოჯახი ძალისხმევას არ აკლებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია მოხდეს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური მედია საშუალებების მეშვეობით

გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია ბიტკოინების მითვისების საქმეში და ამის პარალელურად ის და მისი ოჯახი ძალისხმევას არ აკლებს, რომ ს დისკრედიტაცია მოხდეს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური მედია საშუალებების მეშვეობით
„გიორგი ბაჩიაშვილი ორი სასამართლო ინსტანციის მხრიდან არის ბრალდებული და დამნაშავე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მითვისების საქმეში. ამის პარალელურად გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ოჯახი ძალისხმევას არ აკლებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია მოხდეს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური მედია საშუალებების მეშვეობით“- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით, სადაც ადვოკატი გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე უცხოელი ჟურნალისტების ჩართულობაზე საუბრობს.
წილოსანის განცხადებით, აქამდეც არა ერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც უცხოური მედია საშუალებები მიკერძოებულად და პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესებით მოქმედებენ.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაშიც, ადვოკატის განცხადებაში ნახსენები უცხოელი ჟურნალისტები „მიზანმიმართულად ახდენენ ბიძინა ივანიშვილის სახელის დისკრედიტაციას საერთაშორისო დონეზე“.
„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მხრიდან გასაჯაროვდა ინფორმაცია, რომ საკმაოდ ცნობილი მედია საშუალების წარმომადგენელი უკავშირდება ადვოკატს და არარეალურ, არაგონივრულ და შემჭიდროვებულ ვადებში ითხოვს პასუხს ისეთ აბსურდულ ბრალდებებზე, როგორიც არის თითქოს დადასტურებულად ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ბრალი ადამიანის უფლებების გაუარესების საქმეში და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ არა ერთი შემთხვევა ვიცით, როდესაც უცხოური მედია საშუალებები მიკერძოებულად და კონკრეტული პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესებით მოქმედებენ. ამ შემთხვევაში, აღნიშნული წარმომადგენლები მიზანმიმართულად ახდენენ ბიძინა ივანიშვილის სახელის დისკრედიტაციას საერთაშორისო დონეზე და აქ, რა თქმა უნდა, ნათლად იკვეთება ბაჩიაშვილის და მისი ოჯახის კვალი. იმ პირობებში, როდესაც ეს ადამიანი დამნაშავეა თავისთავად ერთი მხრივ მედია სივრცეში არასწორი ინფორმაციის გაშვებით არის დაკავებული ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ ჩვენ ვიცით, რომ მათ შორის, თბილისში მიმდინარე რადიკალურ, ექსტრემისტულ აქციებსაც აფინანსებდა. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ამხელა დანაშაულში არის დამნაშავე, ამის შემდეგ, ალბათ ერთადერთი დარჩენია, რომ საკუთარი თავის სამართლებლად ასეთი უღირსი საქციელი განახორციელოს“-განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, გინდა დროშას აფრიალებდე, გინდა – ისე იდგე, როდესაც ძალადობას ამაგრებ ფიზიკურად, შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე და სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ერთი მუხლი ვრცელდება ყველა დამნაშავეზე

როცა გინდა ძალადობა, შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სპეცრაზმი შიგნით არის თუ გარეთ, ჩვენი ტაქტიკა იყო მაქსიმალურად ეფექტიანი, რამაც უზრუნველყო ის, რომ წარმატებით ჩავარდა დამხობის მცდელობა

4 ოქტომბრის ტაქტიკა იყო ასეთი, ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა შენობის შიგნით სპეცრაზმის მობილიზება და არა გარე პერიმეტრზე, როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე აქციის მონაწილეები, მაშინვე ჩაერთო ჯერ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური და შემდეგ უკვე სპეცრაზმი

რწმენაში სიძლიერე მთავარი საწინდარია, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება, უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლის დამსახურებაა, რომ ასეთი საზეიმო განწყობაა სვეტიცხოველში, ძლიერია ჩვენი დედა ეკლესია და ეს აძლიერებს ჩვენს ქვეყანას