“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ მოხდა მისი გამოკითხვა” – რას ამბობს ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

კაცს, რომელსაც ცოლის სასტიკად მოკვლას ედავებიან, ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს. 30 წლის გიორგი კავლელაშვილს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ბრალდებულს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა და მკურნალობას ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს.
როგორც გიორგი კავლელაშვილის ადვოკატმა “კურიერს” განუცხადა, ჯერჯერობით მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად, არ დაუკითხავთ.
“ნაწილობრივ იყო კონტაქტური, თუმცა ექიმის რეკომენდაციით, არ შეიძლებოდა მისი მონაწილეობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში. ამიტომ, ბრალის ოფიციალური წარდგენა მის გარეშე ჩატარდა და სასამართლო პროცესიც, სავარაუდოდ, მის გარეშე ჩატარდება.
ბრალი – 109 მუხლია, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენას ედავება ბრალდების მხარე, თუმცა ამ ეტაპზე მისი ჩვენება არ გვაქვს საქმეში. როგორც გითხარით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ მოხდა მისი გამოკითხვა,” – აღნიშნა ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ.
ცნობისთვის, კაცმა მძინარე ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობები გუშინ გამთენიისას მიაყენა. 27 წლის ქალი ინგოროყვას კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კაცმა ცოლის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით – ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს