ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს

შსს პრორუსული დაჯგუფების წევრებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უწყება განცხადებას ავრცელებს:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.” აცხადებს .
შეგახსენებთ, ჭოველიძის ქუჩაზე ამ წუთებში ხმაური და დაპირისპირებაა. რადიკალები ნატა ფერაძეს სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის გამო “პასუხს სთხოვენ” და ემუქრებიან, თუმცა ნატა ფერაძეს არ დაუდასტურებია, რომ საღებავი ხატს მან შეასხა. სამოქალაქო აქტივისტი პირველი იყო, რომელმაც სამებიდან ეს კადრები გაავრცელა.