დიდი ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, დონალდ ტრამპის ვიზიტის წინ „დაგეგმილია ყოვლისმომცველი საპოლიციო და უსაფრთხოების ოპერაცია“

დიდი ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, დონალდ ტრამპის ვიზიტის წინ „თითქმის ყველა შესაძლო შემთხვევისთვის“ მზად არიან, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„დაგეგმილია ყოვლისმომცველი საპოლიციო და უსაფრთხოების ოპერაცია, რომელიც თითქმის ყველა შესაძლო შემთხვევას ითვალისწინებს, რაც შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა პოლიციის უფროსის მოადგილემ, კრისტიან ბანტმა.
ცნობისთვის, -ის პრეზიდენტი, დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში სამშაბათს, 16 სექტემბერს ჩავა.
ოთხშაბათს უინძორის ციხესიმაგრეში მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება, ხოლო ხუთშაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან მოლაპარაკებებს გამართავს.
დონალდ ტრამპი -ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც დიდ ბრიტანეთს მეორე სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი