მედია: ფულადი გადმორიცხვების 63.3% ევროპასა და ამერიკაზე მოდის

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 10.7%-ით გაიზარდა და 321.55 მლნ  დოლარი შეადგინა. ამ თანხის 63.3% ევროპასა და ამერიკაზე მოდის.

წლის დასაწყისიდან 8 თვეში საქართველოში გადმორიცხულია 2,373.6 მლნ დოლარი.

სებ-ის სტატისტიკით, გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.9%-ს შეადგენს, შესაბამისი 144.3 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 11.7%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალი წილით მთლიან ფულად გზავნილებში იტალია, გერმანია და საბერძნეთი გამოირჩევა.

ფულადი გზავნილები ზრდადია შეერთებული შტატებიდან. კერძოდ, აგვისტოში აშშ-დან საქართველოში 59.3 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.8%-ით მეტია.

კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები ს ფედერაციიდან. აგვისტოში დან ფულადი გზავნილები წლიურად 2.9%-ით შემცირდა და 41.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია