მარკო რუბიო – პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევა ომის დასრულებას ართულებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევა „ჰამასს“ აქეზებს და ომის დასრულებას ართულებს.
რუბიომ ს პრემიერ-მინისტრ სთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს მოსაზრება თავის მოკავშირეებს, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთსა და კანადას, გაუზიარა.
რუბიოს განმარტებით, თუ „ჰამასი“ დაინახავს, რომ გლობალურ მხარდაჭერას იღებს, მან, შესაძლოა, უარი თქვას შეთანხმებებზე და საფრთხე შეექმნას ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას.
მისი თქმით, ღაზას მოსახლეობა მშვიდობიანად ვერ იცხოვრებს, სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება. ამასთან, რუბიოს თქმით, შეერთებულ შტატებს იმედი არ აქვს, რომ „ჰამასი“ იარაღს ნებაყოფლობით დაყრის და მის გასანადგურებლად, შესაძლოა, ხანმოკლე სამხედრო ოპერაცია გახდეს საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლისა და მუქარის ფაქტზე ლაშა მაისურაძეს და ძებნაში მყოფ დავით მიქაძეს ბრალდება წარუდგინა

პრემიერი – დღეს ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა, კანონი მთელი სიმკაცრით ავამოქმედოთ – ყველას მოვუწოდებთ, მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა, ე, მანდ არ აღმოჩნდნენ, სადაც ვიღაც-ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ