“ქართულმა ოცნებამ” Meta-ს პლატფორმებზე პოლიტიკური, საარჩევნო და სოციალური რეკლამებისთვის მილიონ დოლარზე მეტი, 1,345,058 დოლარი დახარჯა – ამის შესახებ კვლევას “სამართლიანი არჩევნები” აქვეყნებს.
როგორც ISFED წერს, 2020–2025 წლებში Meta-ს პლატფორმებზე საქართველოს აუდიტორიისთვის 172,577 რეკლამა გამოქვეყნდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 6.8 მლნ აშშ დოლარამდე შეადგინა. რეკლამების საშუალო წლიური რაოდენობით საქართველომ, 204 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის, მე-40 ადგილი დაიკავა და გაუსწრო ყველა ქვეყანას, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც საქართველოს მსგავსია.
კვლევის თანახმად, პოლიტიკურმა პარტიებმა Meta-ს პლატფორმებზე ბოლო 5 წლის განმავლობაში განთავსებულ 33,875 რეკლამაში არანაკლებ 2.8 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს, რომელთაგან „ქართული ოცნების“ დეკლარირებული პოლიტიკური რეკლამების რაოდენობა აღემატებოდა სხვა 32 პარტიის მიერ ჯამურად გამოქვეყნებული დეკლარირებული რეკლამების რიცხვს, ხოლო მათზე დახარჯული თანხის ოდენობა ყველა პოლიტიკური გაერთიანების დეკლარირებული სარეკლამო დანახარჯების თითქმის ნახევარს გაუტოლდა.
ISFED-ს თანახმად, რეკლამების ყველაზე აქტიურად განმათავსებლებს შორის პოლიტიკური გაერთიანებები, მედიასაშუალებები და სამთავრობო უწყებები გამოირჩეოდნენ.
მედიასაშუალებებს შორის, Meta-ს პლატფორმებზე სარეკლამო ხარჯები, ძირითადად პროსახელისუფლებო მედიის გვერდებმა გასწიეს, რაც ჯამურად 660 ათას აშშ დოლარამდეა. მათ შორის, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ „პოს ტვ“ და „იმედი“, რომლებმაც ფეისბუქსა და ინსტაგრამზე 566,134 აშშ დოლარის ღირებულების 24,347 რეკლამა გამოაქვეყნეს.
მედიასაშუალებებს შორის, Meta-ს პლატფორმებზე სარეკლამო ხარჯები, ძირითადად პროსახელისუფლებო მედიის გვერდებმა გასწიეს, რაც ჯამურად 660 ათას აშშ დოლარამდეა. მათ შორის, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ „პოს ტვ“ და „იმედი“, რომლებმაც ფეისბუქსა და ინსტაგრამზე 566,134 აშშ დოლარის ღირებულების 24,347 რეკლამა გამოაქვეყნეს.
ცენტრალური მთავრობის, საჯარო უწყებების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების გვერდებზე ბოლო 5 წლის განმავლობაში სულ მცირე 852,619 აშშ დოლარის 17,266 რეკლამა განთავსდა. მათ შორის, ყველაზე აქტიურად პოლიტიკური რეკლამები მთავრობის ადმინისტრაციის გვერდებზე გამოქვეყნდა, რომელთა 3,710 რეკლამის ჯამურმა ღირებულებამ 292 ათასამდე აშშ დოლარი შეადგინა.
მიუხედავად გამჭვირვალობის წესების ამოქმედებისა, ანონიმური გვერდების ქსელები კვლავ ფართოდ გამოიყენებოდა ოპოზიციის დისკრედიტაციისა და მმართველი პარტიის სასარგებლო კამპანიებისთვის, რასაც ხშირად ანტიდასავლური გზავნილების გავრცელება ახლდა თან. მთლიანობაში, საქართველოში პოლიტიკური სარეკლამო სივრცე Meta-ს პლატფორმებზე „ქართული ოცნების“ და მასთან დაკავშირებული მედიისა და ანონიმური გვერდების მიერ მკვეთრად დომინირებული იყო”, – წერია კვლევაში.ვრცლად კვლევა ნახეთ აქ: