მედია: კალაძე ირწმუნება, რომ 4 ოქტომბერს ქვეყანაში რევოლუცია არ მოხდება

4 ოქტომბერს დაანონსებული სახალხო პროტესტის ფონზე, ამტკიცებს, რომ ქვეყანაში რევოლუცია არ მოხდება. ივანიშვილის გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ამ დღეს “ქართული ოცნება” დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

რა თქმა უნდა, ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება, არანაირი სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება მიუხედავად მათი მცდელობებისა. ვიცით, რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივად წარმოადგენენ აგენტურას, იმართებიან გარედან და მათი ერთადერთი სურვილია, როგორმე მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება. 4 ოქტომბერს გაიმარჯვებს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ძალიან დიდი ანგარიშით. ყველა ოლქში, როგორც მუნიციპალურ, ასევე მერების მიმართულებით წარმატებას მიაღწევს “ქართული ოცნება”, – ამბობს კალაძე. 

“რევოლუცია”, “აჯანყდი”, “თავისუფლება ხაბეს” – ამ შინაარსის საპროტესტო წარწერებით გადაივსო გუშინ ღამით თბილისის, რუსთავის და მარნეულის ქუჩები.

უცნობი ადამიანები წარწერებში მშვიდობიანი დამხობის თარიღად 4 ოქტომბერს უთითებენ და ხალხს ქუჩაში აგმოსვლისკენ მოუწოდებენ.

ფოტოებს სოციალურ ქსელში მარიამ დოლიძე აქვეყნებს.

მსგავსი წარწერები გუშინ -თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზეც გაკეთდა.

წყარო