“ბიძინას ეს ვერ დაიცავს… “ოცნებაში” რაღაც ძალიან ცუდი ხდება… ბიძინა უნდა შეჩერდეს სანქციით” – კუბილიუსი

“ბიძინა ყოველთვის იყო არაფორმალური მმართველი. სწორედ ის მართავდა იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ქართული ოცნება იღებდა. ამ მხრივ არაფერი იცვლება. მთავარი კითხვა – რატომ ახლა. ჩემი დასკვნაა, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდება მმართველ გუნდში. სწორედ ამიტომაც, პარტიის ბოსი, რომელიც ჩრდილში იდგა, ახლა გამოვიდა და თქვა – მე ვიღებ ყველანაირ პასუხისმგებლობას. არჩევნები მოდის და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ ქართული ოცნებისათვის არჩევნები არ იქნება ისეთი წარმატებული როგორიც მას სურს. საინტერესო ისაა, რომ ივანიშვილი გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ევროკომისია საქართველოსაგან დეოლიგარქიზაციას ითხოვს და ამ ფონზე, ივანიშვილის ეს ნაბიჯი ამ რეკომენდაციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია. რაც სავარაუდოდ გავლენას მოახდენს ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე, რეფორმებზე რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. თუ სანქციები იქნება, დამიჯერეთ, პარტიაში ოფიციალური თანამდებობა მას სანქციებისგან ვერ დაიცავს. მეტიც, ამერიკაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ბევრი დაინახავს, რომ ის აღარ მალავს საკუთარ ოლიგარქიულ მისწრაფებებს, სახელმწიფოს მიტაცების მცდელობებს და მიტომ ის უნდა შეჩერდეს სანქციით.”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ