იმხელა ზეწოლის, იმხელა ბულინგის, იმხელა შეურაცხყოფის ქვეშ აღმოჩნდა ეუთო/ოდირი საპარლამენტო არჩევნებზე, არანაირი სურვილი არ აქვთ ჩამოვიდნენ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, მსგავსი ბულინგის შემდეგ, ეუთო/ოდირი შესაძლოა, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლადაც არ ჩამოვიდეს.
„მე მგონია, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებშიც არ მიიღებენ მონაწილეობას. აქაური აგენტურა კიდევ არაფერი არ არის, გაიხსენეთ, გარედან, ევროპარლამენტარები, ზოგიერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის გაქსუებული ჩინოვნიკი რა განცხადებებს აკეთებდა ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით. ტყუილი, სიბინძურე, ცილისწამება, მუქარები და რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს არ აქვთ სურვილი, რომ იგივე ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ და შესაბამისად, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ ჩამოსულიყვნენ. ზუსტად იმავე ვადებში 2008 წელს ჩამოვიდნენ, დააკვირდნენ არჩევნებს.“- განაცხადა კალაძემ.
