– სქემა თანხებისა, რომელიც არასამთავრობო სექტორის გავლით შემოდიოდა, გაშიფრულია – დღეს სიახლე შემოიტანეს, როცა თანხების შემოტანა უნივერსიტეტების გავლით უნდათ, თუმცა ყველაფერს მიეხედება და საკადრისი პასუხი გაეცემა!

სქემა თანხებისა, რომელიც არასამთავრობო სექტორის გავლით შემოდიოდა, გაშიფრულია – დღეს სიახლე შემოიტანეს, როცა თანხების შემოტანა უნივერსიტეტების გავლით უნდათ, თუმცა ყველაფერს მიეხედება და საკადრისი პასუხი გაეცემა! – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ უცხოური დაფინანსებით რევოლუციის მოწყობის მცდელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
“საზოგადოებისთვის ცხადი და ნათელი გახდა, თუ როგორ ფინანსდებოდა ყველაფერი წლების განმავლობაში. ინიღბებოდა თითქოს რაღაც კეთილ საქმეებს აკეთებდნენ. რეალურად თანხები რევოლუციების მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს და იმ ტიპის ადამიანების შექმნას ხმარდებოდა, 30 “აკაცუკი” რომ გვყავს. დედაქალაქში რევოლუციების მოწყობის არაერთი მცდელობა ვნახეთ.
დღეს სიახლე შემოიტანეს, როცა თანხების შემოტანა უნივერსიტეტების გავლით უნდათ, თუმცა ყველაფერს მიეხედება და საკადრისი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)