კიტ კელოგი – ომს აგებს – პუტინს რომ გაემარჯვა, ის კიევში, ოდესაში იქნებოდა და მთავრობას შეცვლიდა

რუსეთი, რეალურად, ბრძოლის ველზე არ იმარჯვებს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა კიევში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა მას ეს შეკითხვა პუტინთან სამიტამდე დაუსვა.
„იმარჯვებს თუ არა ? ეს შესანიშნავი კითხვაა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა ეს შეკითხვა დაახლოებით ექვსი კვირის წინ ოვალურ კაბინეტში დამისვა. მე კი ვუთხარი: „ბატონო პრეზიდენტო, ნუ მომისმენთ მხოლოდ მე. თქვენი გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე დენ კეინი გარეთ გელოდებათ. ჰკითხეთ ამის შესახებ. ის თქვენი მთავარი სამხედრო მრჩეველია“, – აღნიშნა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
კელოგის მტკიცებით, მან და კეინმა ტრამპს ერთი და იგივე პასუხი გასცეს.
„დენმაც იგივე თქვა. ისინი იმარჯვებენ? არა. ისინი არ იმარჯვებენ. პუტინს კი შეუძლია, ისაუბროს იმდენი, რამდენიც უნდა“, – აღნიშნა კელოგმა და დასძინა, რომ სინამდვილეში რუსეთი ამ ომს აგებს.
„პუტინს რომ გაემარჯვა, ის კიევში, დნეპრის დასავლეთით, ოდესაში იქნებოდა და მთავრობას შეცვლიდა. სინამდვილეში, რუსეთი ამ ომს აგებს“, – აღნიშნა კელოგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები, როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა ასამბლეამაც

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი