დუბაის მიწის დეპარტამენტის (DLD) მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვირაში დუბაიში უძრავ ქონებაზე 1721 ტრანზაქცია განხორციელდა, რამაც 5.8 მილიარდი დირჰამი შეადგინა.
DLD ყოველკვირეულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის პირველ კვირაში 114 მიწის ნაკვეთი 1.36 მილიარდ დირჰამად გაიყიდა, ხოლო 1183 ბინა და ვილა 3.13 მილიარდ დირჰამად. პირველი სამი – მიწის გაყიდვის ტრანზაქცია იყო, რომელიც ალ-თანიაში განხორციელდა და ღირებულებამ ჯამში 268.33 მილიონი დირჰამი შეადგინა.
ამ კვირაში კი ყველაზე მეტი ტრანზაქცია Madinat Hind 4-ში დაფიქსირდა- 8 გაყიდვა და საერთო ღირებულება, 20.57 მილიონი დირჰამი შეადგინა, ტრანზაქციების რაოდენობით შემდეგია Palm Jabel Ali – 11 გაყიდვით, თუმცა აქ ღირებულებამ 311.64 მილიონი დირჰამი შეადგინა, მესამეა Saih Shuaib 1 სადაც 8 შესყიდვებისა და გაყიდვების ტრანზაქცია დაფიქსირდა.
ბინებისა და ვილების უმსხვილესი ტრანსფერის სამეული შემდეგნაირად გადანაწილდა: 110.01 მილიონი დირჰამი ალ ტანია პირველში და კიდევ ორი – 62 მილიონი დირჰამი და 56.4 მილიონი დირჰამი პალმ ჯუმეირაში.
იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულებამ კვირაში 779.4 მილიონი დირჰამი შეადგინა.
პირველი რიგის ნათესავებს შორის 98.617 მილიონი დირჰამის ღირებულების უძრავი ქონება გადაიცა.
