სომხეთის შტამპზე არარატის მთა აღარ იქნება გამოსახული

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1 ნოემბრიდან, არარატის მთის გამოსახულება ამოღებული იქნება სასაზღვრო ნიშნიდან (შტამპი) სომხეთის რესპუბლიკაში შესვლისა და გასვლისას.
გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ოპოზიციის კრიტიკა სომხეთის ხელისუფლებისადმი, რომელიც უკანასკნელ დროს თურქეთთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობს. არარატის მთა, რომელსაც სომხეთისთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. სომხეთის შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი არსენ ტოროსიანი გამოეხმაურა მღელვარებას ოპოზიციის წრეებში და განაცხადა, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, საერთოდ არანაირი სიმბოლო არ იქნება დატანილი ახალ შტამპზე.
“ახალ შტამპებზე, საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაციის გარდა, არანაირი სხვა მონაცემი ან გამოსახულება არ იქნება, მათ შორის არარატის მთაც – ისე, როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნების შტამპებზე. გარდა ამისა, შემცირდა შტამპის ზომა, რათა პასპორტებმა უფრო დიდხანს გაძლოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს. გადაწყვეტილების საფუძვლები ძალიან მარტივია – შტამპები შესაბამისობაში მოყვანილია საზღვრის გადაკვეთის თანამედროვე მოთხოვნებთან, ასევე „რეალური სომხეთის“ იდეოლოგიასთან.”- წერს ტორისიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ