საპრეზიდენტო არჩევნები შტატებში, ომები ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში – გამოცემა Time 2024 წლის ათი გლობალური რისკის შესახებ წერს

საპრეზიდენტო არჩევნები შტატებში, ომები ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში – ეს პირველი სამეულია 2024 წლის ათი გლობალური რისკის, რომელიც გავლენიანმა გამოცემა Time-მა გამოაქვეყნა. პირველ ადგილზეა ამერიკა საკუთარი თავის წინააღმდეგ – გამოცემა წერს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გააღრმავებს პოლიტიკურ განხეთქილებას, ბოლო 150 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენებს ამერიკულ დემოკრატიას და შეარყევს შეერთებული შტატების საერთაშორისო ავტორიტეტს.
მეორე ადგილზეა ისრაელის და “ჰამასის” დაპირისპირების გამო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე მყოფი ახლო აღმოსავლეთი და საბრძოლო მოქმედებებში აშშ-ის და ირანის ჩართვის საფრთხე. ეს კონფლიქტი სარისკოა მსოფლიო ეკონომიკისთვის და გააძლიერებს გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ უთანხმოებებს და გლობალურ ექსტრემიზმს. მესამე ადგილზეა უკრაინის დანაწევრება.
Time-ის შეფასებით, ამჟამად ბრძოლის ველზე ინიციატივას რუსეთი ფლობს და მატერიალური უპირატესობაც აქვს. 2024 წელი გარდამტეხი იქნება და თუ უახლოეს ხანში უკრაინა ვერ მოაგვარებს საკადრო პრობლემებს, არ გაზრდის იარაღის წარმოებას და არ შეიმუშავებს რეალურ სამხედრო სტრატეგიას, მისი ტერიტორიული დანაკარგები შესაძლოა, შეუქცევადი გახდეს და გაიზარდოს კიდეც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა – როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით