“გრიპი ვისაც აქვს, მან ატაროს პირბადე და არა მოსახლეობამ” – თენგიზ ცერცვაძის თქმით, სეზონური ვირუსების მხრივ ვითარება, საქართველოსთვის არსებულ წლიურ საშუალო ნორმას შეესაბამება

მაღალი ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, ხველება – სეზონურ ვირუსებსა და სიმპტომებზე “კურიერთან” ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.
ინფექციონისტის განმარტებით, ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა არ არის. ბოლო მონაცემებით, გავრცელებულ დაავადებებს შორის ყველაზე უფრო ხშირად გრიპის შემთხვევები ფიქსირდება, შემდეგ კი რესპირატორული ვირუსებით გამოწვეული ინფექციები, რომლის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები ბავშვები არიან.
თენგიზ ცერცვაძე რეკომენდაციებსაც გასცემს და მცდარს უწოდებს იმ მოსაზრებას, თითქოს სეზონურ გრიპზე აცრა დაგვიანებულია.
“საქართველოში დღეს შემთხვევების რაოდენობა, მათ შორის, გრიპის თუ სხვა რესპირაციული ინფექციების, არ აღემატება საქართველოსთვის არსებულ წლიურ საშუალო ნორმას – 50%-52% მოდის მოდის გრიპზე. ამის გარდა, მეორე ადგილზე სიხშირით არის რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ინფექციები. განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ბავშვები. გრიპი ვისაც აქვს, მან ატაროს პირბადე და არა მოსახლეობამ ატაროს პირბადე. გრიპიანი უნდა დარჩეს სახლში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ჰიგიენა და ოთახის განიავება,” – განაცხადა ცერცვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა