უკრაინის დაზვერვის დრონებმა რუსეთში, საზღვრიდან 1400 კილომეტრში მდებარე ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში, ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა “ბაშნეფტ-ნოვოილი” დაბომბეს.
ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატები საწარმო “ბაშნეფტს” თავს დაესხნენ. ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მან “დაზიანება მიიღო და ქარხნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
“Українська правда-ს წყაროებმა დაზვერვის მთავარმა სამმართველოდან განაცხადეს, რომ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას უკრაინული დაზვერვის დრონები თავს დაესხნენ.
წყაროების მონაცემებით, კამიკაძე-დრონების შეფრენის შემდეგ, ობიექტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებები იყო და მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
