– ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუშვია, რომ პროცესები ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა – ჩვენ თვალწინ ასეთი არაფერი მომხდარა!

ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუშვია, რომ პროცესები ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა – ჩვენ თვალწინ ასეთი არაფერი მომხდარა! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მ გააკეთა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოლიგარქიაა, როცა გაქვს ფინანსური რესურსი, გარკვეული მოქმედებების ან პროცესების მობილიზებას ახდენ, რაც ქვეყანას აზიანებს და მართავ ისე, რომ შენი სიტყვაა მთავარი, საბოლოო და გადამწყვეტი. ვოლსკის თქმით, ივანიშვილის რესურსების მიუხედავად, ასეთი რამ არ მომხდარა.
“დემოკრატიის ციტადელის ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერშიპში არ ყოფილა ადამიანი, ვის ოჯახსაც საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. გადახედეთ ევროკავშირის სტრუქტურებს – არიან ადამიანები მმართველობაში, მაგრამ არავინ არასდროს ფინანსურ რესურს ნეგატიურად არ იყენებს, მით უმეტეს, .
თუ დიდ ფინანსურ რესურსზეა საუბარი, გაიხსენეთ “ლელო”, დავით კეზერაშვილი უშველებელი თანხებით, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან აქვს მოპარული და პოლიტიკურ ასპარეზზე ამ პოლიტიკური რესურსით მართავს.
ს დიდი ფინანსური რესურსი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენება, მაგრამ ამ დიდი ფინანსური რესურსის უკან არის პოზიტიური პროექტების უშველებელი ჩამონათვალი, რაც მან საქართველოსთვის გააკეთა. ვერ მომიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როცა მის გამგებლობაში დიდი ფინანსური რესურსის არსებობა ნეგატიურად შეიძლება იყოს დახასიათებული.
ოლიგარქი არის მაგალითად დავით კეზერაშვილი, რომელიც არაფერს წარმოადგენს, არც არასდროს არაფერს წარმოადგენდა, გარდა უცბად გამდიდრებული თავდაცვის მინისტრისა, რომელმაც ჯარისკაცები ბრძოლის ველზე დატოვა. კეზერაშვილია რაღაც დიდი ფინანსური გაერთიანების ხელმძღვანელი, რომელიც მართავს ტელევიზიებს და პოლიტიკურ პარტიებს. აი, ეს არის ოლიგარქია.
ოლიგარქია გარკვეულ ნეგატიურ კრიტერიუმებთან არის დაკავშირებული, როცა გაქვს ფინანსური რესურსი და გარკვეული მოქმედებების ან პროცესების მობილიზებას ახდენ, რაც ქვეყანას აზიანებს, მაგრამ გაძლიერებს როგორც პოლიტიკურ სტრუქტურას და პოლიტიკურ ძალას ან მართავ ქვეყანას ისე, რომ შენი სიტყვაა მთავარი, საბოლოო და გადამწყვეტი. ასეთი რამ არ მომხდარა, იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პოლიტიკური რესურსი გააჩნდა, როცა ის პრემიერ – მინისტრი იყო და როცა პარტიის ხელმძღვანელი იყო.
ახლაც ასე იქნება! ამ შუალედებშიც არასდროს დაუშვია, რომ რაღაც ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა – ჩვენს თვალწინ ასეთი არაფერი მომხდარა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – „საპნის ბუშტივით“ თუ რამე გასკდა, ეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული სპექტაკლი – შეიძლება „ოცნებაში“ ზოგიერთს მართლა ჰგონია, რომ BBC ისეთივე ინსტრუმენტია ბრიტანეთის ხელში, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მათ ხელში

ლევან მაჭავარიანი – მოქალაქეების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქუჩებს კეტავდნენ აქციის მონაწილეები – ვალდებულები ვართ, ამ ყველაფერს ვუპასუხოთ ადეკვატურად

საია – 2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე