ს დროს, პირდაპირ თავს ესხმოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი პარტნიორები ეუთო/ოდირს, ასეთ პირობებში რომ მოტივაცია შემცირებული ჰქონდა ეუთო/ოდირს საქართველოში ჩამოსვლაზე, ვერავის გაუკვირდება

არჩევნების დროს, პირდაპირ თავს ესხმოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი პარტნიორები ეუთო/ოდირს, ასეთ პირობებში რომ მოტივაცია შემცირებული ჰქონდა ეუთო/ოდირს საქართველოში ჩამოსვლაზე, ვერავის გაუკვირდება
მე თავიდანვე აღვნიშნე ჩემს განცხადებაში, რომ ეუთო/ოდირისთვის ეს დაკვირვება იქნებოდა სერიოზული გამოწვევა, საპარლამენტო ს დროს, პირდაპირ თავს ესხმოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი პარტნიორები ეუთო/ოდირს, მოიხსენიებდნენ მისიას შეურაცხმყოფელი ტერმინებით, ასეთ პირობებში რომ მოტივაცია შემცირებული ჰქონდა ეუთო/ოდირს საქართველოში ჩამოსვლაზე, ვერავის გაუკვირდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობაიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების დროს, იყო სერიოზული ზეწოლა რამდენიმე სხვა მისიის მხრიდან ეუთო/ოდირის მისიაზე და ეს ზეწოლა გაიზრდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
„ყველას გვახსოვს, რა რეჟიმში უწევდა მუშაობა ეუთო/ოდირს საპარლამენტო არჩევნების დროს. პრაქტიკულად, ჩაკეტეს ოთახში, იყო სერიოზული ზეწოლა რამდენიმე სხვა მისიის მხრიდან, თუმცა თქვენ ნახეთ, რომ, საბოლოო ჯამში, ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა დადებითი დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ზეწოლა გაიზრდებოდა ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. გახსოვთ, რომ პირდაპირ თავს ესხმოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი პარტნიორები ეუთო/ოდირს, ხშირ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელი ტერმინებითაც მოიხსენიებდნენ ეუთო/ოდირის მისიას, ასეთ პირობებში რომ მოტივაცია შემცირებული ჰქონდა ეუთო/ოდირს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვერავის გაუკვირდება,“ – განაცხადა პრემიერმა.
Next: ვიზალიბერალიზაციის საკითხი შანტაჟის თემაა, საჯილდაო ქვად აქციეს ეს თემა. არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დადგეს დღის წესრიგში

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა