რუმინეთის თავდაცვის მინისტრი – F-16-ები რუსული დრონის ჩამოგდებასთან ახლოს იყვნენ

რუმინეთის თავდაცვის მინისტრის იონატ მოშტენანუს განცხადებით, F-16 ტიპის გამანადგურებლები, რომლებიც რუსული დრონის გამო ჰაერში აუშვეს, მის ჩამოგდებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის მტკიცებით, რუსული დრონების თავდასხმები რუმინეთის ტერიტორიის სიახლოვეს სულ უფრო გახშირდა.
„თითქმის ყოველ კვირას ჰაერში ვუშვებთ თვითმფრინავებს, ჩვენი ან ჩვენი გერმანელი პარტნიორების თვითმფრინავებს“, – განაცხადა მოშტენანუმ.
მისი თქმით, 13 სექტემბერს რადარებმა რუსული დრონი დააფიქსირეს და დაინახეს, რომ ის რუმინეთის საჰაერო სივრცეში შედიოდა, რის შემდეგ თვითმფრინავები ჰაერში აუშვეს.
„ისინი ძალიან ახლოს იყვნენ მის ჩამოგდებასთან. დრონი ძალიან დაბლა დაფრინავდა, გარკვეულ მომენტში ის უკრაინისკენ მიემართებოდა, ეს არის ინფორმაცია, რომელიც ახლა გვაქვს, რომ დრონმა დატოვა საჰაერო სივრცე და დაბრუნდა ში“, – აღნიშნა რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, გუშინ რუმინეთის ხელისუფლებამ გაავრცელა RO-Alert შეტყობინება ტულჩეანის ოლქის ჩრდილოეთ რაიონისთვის, რომლითაც მოქალაქეებს საჰაერო ზონიდან ობიექტების ჩამოვარდნის რისკის არსებობის შესახებ აცნობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ „ლელოს“ კრძალავს იმის გამო, რადგან ჩვენ არ შევედით არალეგიტიმურ პარლამენტში, რაც თითიდან გამოწოვილი, სასაცილო არგუმენტია მათი მხრიდან