არჩილ გორდულაძე – ნებისმიერი სახის დამხობისკენ მოწოდება ისჯება – რაც შეეხება ბრალდებულ ხაბეიშვილის მხარდასაჭერად, თუ სხვა მიზნით, იგივე შინაარსის განცხადებებს, დარწმუნებული ვარ სუს-ი დააკვირდება და შეისწავლის

დამხობისკენ მოწოდება დანაშაულია, ყოველგვარი სხვა პირობის გარეშე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში სუს-ი დააკვირდება და შეისწავლის ლევან ხაბეიშვილის მხარდასაჭერად, თუ სხვა მიზნით გაკეთებულ იგივე შინაარსის განცხადებებს და სწორად დააკვალიფიცირებს.
„მოკლედ „ნაცაგენტურის“ თავისმართლებაზე დამხობის მოწოდებასთან დაკავშირებით:
დამხობა, თავისი არსით, არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი და თეორიულად ისეთი იურიდიული ნონსენსი რომც გავიზიაროთ, რომ დამხობას აქვს სხვადასხვა ხასიათი, “მშვიდობიანი”, “წყნარი”, “ელეგანტური” და ა. შ., ის მაინც ისჯება, რადგან სისხლის სამართლის კოდექსში დამხობის ფორმები არ არის გათვალისწინებული და ისჯება ნებისმიერი სახის დამხობისკენ მოწოდება.
რაც შეეხება ბრალდებული ხაბეიშვილის მხარდასაჭერად (თუ სხვა მიზნით…) გაკეთებულ იგივე შინაარსის განცხადებებს, დარწმუნებული ვარ სუს-ი დროთა განმავლობაში დააკვირდება და შეისწავლის მათ შინაარსს და მომავალში სწორად დააკვალიფიცირებს, რომელი მათგანი ატარებდა მხარდასაჭერი პერფორმანსის და რომელი – დანაშაულებრივ ხასიათს!
აქვე ვაქვეყნებ კანონის მუხლს, სადაც უბრალოდ წერია, რომ დამხობისკენ მოწოდება დანაშაულია, – ყოველგვარი სხვა პირობის გარეშე!“, – წერს დეპუტატი.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?