უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანეს

სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უპილოტო სისტემების ძალებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, „კირიშინეფტეორგსინტეზს“, შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური ოპერაციების ძალებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„14 სექტემბრის ღამეს, ლენინგრადის ოლქში, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, „კირიშინეფტეორგსინტეზზე“, დარტყმა განხორციელდა. სპეციალური ოპერაციების ძალებმა უპილოტო სისტემების ძალებთან ერთად ერთობლივი მოქმედებები განახორციელეს. ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ფედერაციაში ნავთობის გადამუშავების მოცულობებით ერთ-ერთი ლიდერია, რაც წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ ტონას შეადგენს“, – აცხადებენ სპეციალური ოპერაციების ძალებში.
ამასთან, გენერალური შტაბის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა. ზარალის შედეგები ზუსტდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”