მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა. ზოდელავა გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს თანხა გადაიხადა.
როგორც ცნობილია, სასამართლომ 13 სექტემბერს გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მურთაზ ზოდელავას პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ზოდელავა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მურთაზ ზოდელავას ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს