დიმიტრი ცქიტიშვილი: როცა შპანა პოლიციელს ბოთლს ესვრის და პოლიცია ვერ ბედავს რეაგირებას, ეს არის ხეიბარი რეჟიმი — უხეირო დიქტატურა!

„როცა შპანა პოლიციელს ბოთლს ესვრის და პოლიცია ვერ ბედავს რეაგირებას, ეს არის ხეიბარი რეჟიმი — უხეირო დიქტატურა! დაჩმორებული პოლიციით ვერც დემოკრატია შენდება და ვერც ავტორიტარიზმი. სახეზეა მხოლოდ და მხოლოდ დისფუნქციური სახელმწიფო, რომელიც შავი ფულის ტრიალით და კორუფციით საკუთარი წარმატების მხოლოდ ილუზიას ქმნის. სინამდვილეში, ეს არის ფუნდამენტმოშლილი მყიფე კონსტრუქცია, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად ჩამოიშლება, თან მალე!“ — წერს .
🟥 8 სექტემბერს, მელიქიშვილის ქუჩაზე გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ პოლიციელებს კახა კალაძის შტაბიდან ნასროლი ბოთლი ხვდება სახეში. სხვა შემთხვევაში, „ოცნების“ პარტიული აქტივისტი „დრინს“ (ხელკეტს) ურტყამს მოქალაქეს. მას პოლიციელი ეხვეწება, რომ „დრინი“ მისცეს, „ოცნების“ წევრი პოლიციელს ეუბნება, რომ „მათიანია, ოცნებიდანაა“. არავინ დაუკავებიათ.
„ბოთლი პირველად კი არ მომხვედრია, უამრავ შემთხვევაზე ვარ ნამყოფი, პოლიციელი ვარ“, — უთხრა „ტვ პირველს“ საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანმა გოგა მემანიშვილმა.