რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეგიონული არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართლისა დ უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევაა – ევროკავშირი
რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეგიონული არჩევნების ჩატარებას ევროკავშირი საერთაშორისო სამართლისა დ უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამი.
„14 სექტემბერს რუსეთის ხელისუფლება ატარებს რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებს, მათ შორის უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, კერძოდ, ქალაქ სევასტოპოლში. ევროკავშირი არ აღიარებს არც ე.წ. „არჩევნებს“ და არც მათ შედეგებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს არის საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს ქარტიის და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი დარღვევა.
რუსეთის შეჭრისა და მის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას: ყირიმი უკრაინაა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2014 წლის 27 მარტის რეზოლუციაზე დაყრდნობით, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინის ეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის მცდელობები. ევროკავშირი გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ომის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობებში და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინაში ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთში რეგიონული არჩევნები 12-14 სექტემბერს ტარდება.
1tv.ge
