დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca 270 მლნ დოლარის (200 მლნ ფუნტი) ღირებულების დაგეგმილ ინვესტიციას აჩერებს.
როგორც კომპანიის პრესსპიკერმა განმარტა, თანხა კემბრიჯში კვლევების გაფართოებაზე უნდა დახარჯულიყო, რასაც, თავის მხრივ, ათასამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა მოჰყვებოდა. სხვა დამატებითი კომენტარი კომპანიის მხრიდან არ კეთდება.
ცნობისთვის, 2025 წლის იანვარში, AstraZeneca-მ ინგლისის ჩრდილოეთში ვაქცინის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობაზე თქვა უარი, რაზეც ჯამში 450 მლნ ფუნტი უნდა დახარჯულიყო. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მთავრობის მხრიდან დახმარების შემცირებით ახსნა.
კომპანიას გაფართოების გეგმები აქვს აშშ-ში, 2025 წლის ივლისში AstraZeneca-მ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის აშშ-ში კვლევებისა და წარმოების გაფართოებაზე 50 მილიარდ დოლარს დახარჯავს.
