აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NATO-ს წევრ სახელმწიფოებს წერილით მიმართავს. ამ წერილს ის Truth Social-ზე აქვეყნებს.
დონალდ ტრამპი წერს, რომ მზადაა, დაუწესოს რუსეთს სერიოზული სანქციები იმ შემთხვევაში, თუ NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა შეთანხმდება, ერთისა და იმავეს გაკეთებას დაიწყებს და შეწყვეტს რუსეთისგან ნავთობის ყიდვას.
“მზად ვარ, რუსეთს დავუწესო სერიოზული სანქციები, როდესაც NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა შეთანხმდება, ერთისა და იმავეს გაკეთებას დაიწყებს და შეწყვეტს რუსეთისგან ნავთობის ყიდვას. როგორც იცით, NATO-ს მიერ გამარჯვების მიმართ ერთგულება 100%-ზე ბევრად ნაკლები იყო და ზოგიერთი მათგანის მიერ რუსული ნავთობის შეძენა შოკისმომგვრელია! ეს მნიშვნელოვნად ასუსტებს მოლაპარაკების პროცესში თქვენს პოზიციას და რუსეთთან მოლაპარაკების ძალას. ყოველშემთხვევაში, მე მზად ვარ “ვიმოქმედო”, როდესაც თქვენ იქნებით მზად. უბრალოდ მითხარით, როდის?
მე მჯერა, რომ ეს, ამას დამატებული NATO-ს, როგორც ჯგუფის მიერ, ჩინეთის წინააღმდეგ 50%-დან 100%-მდე ტარიფების დაწესება, რომლებიც გაუქმდება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, ამ სასიკვდილო, მაგრამ უაზრო ომის დასრულებაში დიდ წვლილს შეიტანს. ჩინეთს ძლიერი კონტროლი და გავლენაც კი აქვს რუსეთზე და ეს ძლიერი ტარიფები ამ გავლენას დაარღვევს.
ეს არ არის დონალდ ტრამპის ომი (ის არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი), ეს არის ჯო ბაიდენის და ვოლოდიმირ ზელენსკის ომი. მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ დავეხმარო მის შეჩერებას და გადავარჩინო ათასობით რუსის და უკრაინელის სიცოცხლე (მარტო გასულ კვირას 7 118 ადამიანი დაიღუპა. ეს სიგიჟეა!). თუ NATO გააკეთებს იმას, რასაც ვამბობ, ომი სწრაფად დასრულდება და ყველა ეს სიცოცხლე გადარჩება! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ უბრალოდ ფლანგავთ ჩემს დროს, ამერიკის შეერთებული შტატების დროს, ენერგიასა და ფულს.
გმადლობთ ამ საკითხზე თქვენი ყურადღებისთვის!”, – წერს დონალდ ტრამპი.
