პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების ანგარიშები და აქტივები დააყადაღა

პროკურატურამ დააყადაღა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების ანგარშები და სხვა აქტივები. უწყებაში ამბობენ, რომ ეს ის ქონებაა, რომელიც “შეძენილია გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში”.
ყადაღა გამოიყენეს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ამ საქმეზე ბაჩიაშვილი დამნაშავედა ცნობილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. საქმეზე დაზარალებულად ცნობილია .
“საქართველოს პროკურატურაში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილი ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, გამოძიების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს და იმ აქტივებს, რომლებიც შეძენილია გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში […] სასამართლო განხილვისას უტყუარად დადასტურდა, რომ 8 986.86 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების და ქმედებების განხორციელების შედეგად, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი წარმოშობის წყარო, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.
აღნიშნულის შემდეგ, მსჯავრდებულმა პირადად და დაკავშირებული პირების თუ საწარმო სუბიექტების მეშვეობით განახორციელა სხვადასხვა აქტივების შეძენა, ფლობა და გადაცემა, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზება”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი ბაჩიაშვილი ბრალს არ აღირებს და აცხადებს, რომ ეს საქმე მის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივებით აღიძრა. 30 ივლისს, სააპელაციო სასამართლოში, ამ საქმის პირველ სხდომაზე ბაჩიაშვლმა განაცხადა, რომ მიდი დევნის რეალური მიზეზი პირადი შურისძებაა.
“მართლა არ დარჩა არცერთი ინსტიტუტი, რომელმაც არ შეაფასა ეს შეკერილი საქმე, რომელშიც არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, გარდა ივანიშვილის პირადი ჩვენებისა. არცერთი პირდაპირი მტკიცებულება ჩემ წინააღმდეგ ამ საქმეში არ არის. შესაბამისად, ეს გასამართლება სრულად პოლიტიკური და შეკვეთილი სამართლის ცხადი მაგალითი არის”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა სააპელაციო სასამართლოში.
თუმცა, 12 აგვისტოს, მეორე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ბაჩიაშვილი კვლავ პატიმრობაში დარჩა. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 11-წლიანი პატიმრობა 10 მარტს მიუსაჯა.
ამ განჩენის გამოცხადებიდან მალევე ბიძინა ივანიშვილმა, როგორც დაზარალებულმა, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა წამოიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე დაჩქარებულ ვადებში განიხილა და ბაჩიაშვილს ივანიშვილის სასარგებლოდ თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინების გადახდა დაეკისრა.
არცერთი ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას ბაჩიაშვილი ქვეყანაში არ იყო. მან საქართველო მიმდინარე წლის მარტში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა ფეისბუქის საშუალებით.
ბაჩიაშვილი ქვეყნიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც ე.წ. ბიტკოინების საქმის გარდა მის წინააღმდეგ იმ დროისთვის მეორე, ე.წ. მკტვარი ჰესისი საქმე აღიძრა. ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ ბაჩიაშვილისთვის წარდგენილ მუხლებს დაემატა საზღვის უკანონო კვეთის მუხლიც.
27 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წითელ ხიდსა და სადახლოს შორის, ე.წ. მწვანე საზღვართან დააკავეს. თავად ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის გაიტაცეს და საქართველოში “აირზენას” თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!

შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე – არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით