კახა კალაძე „ჰექსოგენის“ საქმეში ბაჩო ახალაიას შესაძლო მონაწილეობაზე – გამორიცხული არაფერია – ნახეთ, ვინ არიან უკრაინის მაღალ თანამდებობებზე, შემთხვევით ის ადამიანები ხომ არ არიან, რომლებიც წლების წინ საქართველოში ხალხს აუბედურებდნენ?

გამორიცხული არაფერი არ არის, იმის გათვალისწინებითაც, რომ ნახეთ ვინ არიან უკრაინის მაღალ თანამდებობებზე წარმოდგენილი პირები, შემთხვევით ის ადამიანები ხომ არ არიან, რომლებიც წლების წინ საქართველოში ხალხს აუბედურებდნენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა მ უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის საქმეში ბაჩო ახალაიას შესაძლო კავშირის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ბევრი რამ გაირკვევა.
„გამორიცხული არაფერი არ არის, იმის გათვალისწინებითაც, რომ ნახეთ ვინ არიან უკრაინის მაღალ თანამდებობებზე წარმოდგენილი პირები, შემთხვევით ის ადამიანები ხომ არ არიან, რომლებიც წლების წინ საქართველოში ხალხს აუბედურებდნენ და თუ კი რაიმე უბედურება ხდებოდა, ადამიანთა უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, მათი ჩართულობით ხდებოდა, ხომ არ არიან ეს ადამიანები იქ [ში] მაღალ თანამდებობებზე. ძალიან ბევრი რამ გაირკვევა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება, ცხადია ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, მადლობა მინდა გადავუხადო სუს-ის თანამშრომლებს, ტყემლოვანის ოპერაცია იქნა ჩატარებული. ის, რომ მიმდინარეობდა განხილვები, სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, მზადება, ეს დადასტურდა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ