რას ამბობენ ხაბეიშვილის და ზოდელავას ადვოკატები

მურთაზ ზოდელავა არის პოლიტიკური პატიმარი,- ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს სუს-ში შესვლამდე განუცხადა, სადაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსი, მურთაზ ზოდელავაა მოთავსებული.
„ჩვენ ვნახეთ კადრები, რომელიც მკაფიოდ ადასტურებს, რომ არცერთ სისხლის სამართლით გათვალისწინებულ მუხლს ადგილი არ აქვს, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ამ შენობაში გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური მოტივაციით და მურთაზი არის პოლიტიკური პატიმარი”,- განაცხადა ბასილაიამ.
ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, დაკავებული , თავს მხნედ გრძნობს. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სუს-ში ხაბეიშვილთან შესვლამდე განუცხადა.
მისი თქმით, ოჯახის წევრებს ხაბეიშვილთან არ შეატანინეს მაისური, რომელსაც ეხატა საქართველოს დროშა და ეწერა 4 ოქტომბერი
„საქართველოს არ ახსოვს, რომ პოლიტიკოსი დაეკავებინოთ პოლიტიკური განცხადებაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ლევან ხაბეიშვილს თავიდანვე შეეზღუდა სამართლებრივი უფლებები, მას 6 საათის განმავლობაში არ მისცეს უფლება, რომ შეხვედროდა ადვოკატებს. მას ყველა უფლება შეუზღუდეს. მაისური, რომელზეც გამოსახულია საქართველოს დროშა, ოჯახის წევრებს არ შეაგზავნინეს. ლევან ხაბეიშვილს, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მედროშეს, რომელსაც უნდოდა, რომ საქართველოს დროშა აეწია მაღლა ყველაზე ძლიერად, ეს მაისური არ შეაგზავნინეს რომ ჩაეცვა.
ლევან ხაბეიშვილი არის ძალიან ძლიერად, ძალიან მაგრად და ყველას მოუწოდებს, რომ არ შეეშინდეთ , რადგანაც თუ ერთ ადამიანს შეეძლო და შეუძლია ეს ყველაფერი, მას მილიონობით ადამიანი აუცილებლად შეძლებს“,- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ცნობით, ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუს-მა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავა.
სუს-ის ინფორმაციით, ზოდელავამ სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.