იაპონიაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლისთვის ნეიროჩიპი შექმნეს

იაპონელმა სპეციალისტებმა წარმოადგინეს თავიანთი ახალი ჩიპი, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.
ლუდომანია არის ადამიანის დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე, ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემა. ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანები ხშირად აღფრთოვანებული არიან, რადგან არჩევანი გარკვეულ რისკებს შეიცავს. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულები ხდებიან რისკის ამ განცდაზე მიჯაჭვული, რაც იწვევს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის სურვილს.
იაპონელმა მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი მაკაკა მაიმუნებზე. მათ ასწავლეს მაიმუნებს არჩევანის გაკეთება იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომ დიდ რისკს მოაქვს მაღალი შემოსავალი, გამარჯვების შემთხვევაში და მცირე რისკს მოსდევს დაბალი მოგება, დადებითი შედეგის შემთხვევაში.
აღმოჩნდა, რომ ამის ცოდნამ აიძულა მაკაკები მიეღოთ მაღალი რისკის შემცველი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ანაზღაურების მიღების ალბათობა მცირე იყო. აღმოჩნდა, რომ ტვინის სხვადასხვა უბანი პასუხისმგებელია მაღალი რისკის მქონე და უსაფრთხო გადაწყვეტილებებზე.
მიღებული მონაცემების წყალობით, ექსპერტებმა შეიმუშავეს ტვინის იმპლანტი, რომელსაც შეუძლია კონკრეტული უბნის სტიმულირება. მთელი რიგი ექსპერიმენტების შემდეგ, ჩიპმა დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა – მაკაკებმა დაიწყეს სიფრთხილის გამოჩენა არჩევანის გაკეთებისას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი ეფექტისთვის, სტიმულაცია უნდა განმეორდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.