ადვოკატი – ლევან ხაბეიშვილს ყველა უფლება შეუზღუდეს, მაისური, რომელზეც გამოსახულია საქართველოს დროშა, ოჯახის წევრებს არ შეაგზავნინეს – ის არის ძალიან ძლიერად, მაგრად და ყველას მოუწოდებს, რომ არ შეეშინდეთ

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, დაკავებული , თავს მხნედ გრძნობს. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სუს-ში ხაბეიშვილთან შესვლამდე განუცხადა.
მისი თქმით, ოჯახის წევრებს ხაბეიშვილთან არ შეატანინეს მაისური, რომელსაც ეხატა საქართველოს დროშა და ეწერა 4 ოქტომბერი
„საქართველოს არ ახსოვს, რომ პოლიტიკოსი დაეკავებინოთ პოლიტიკური განცხადებაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ლევან ხაბეიშვილს თავიდანვე შეეზღუდა სამართლებრივი უფლებები, მას 6 საათის განმავლობაში არ მისცეს უფლება, რომ შეხვედროდა ადვოკატებს. მას ყველა უფლება შეუზღუდეს. მაისური, რომელზეც გამოსახულია საქართველოს დროშა, ოჯახის წევრებს არ შეაგზავნინეს. ლევან ხაბეიშვილს, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მედროშეს, რომელსაც უნდოდა, რომ საქართველოს დროშა აეწია მაღლა ყველაზე ძლიერად, ეს მაისური არ შეაგზავნინეს რომ ჩაეცვა.
არის ძალიან ძლიერად, ძალიან მაგრად და ყველას მოუწოდებს, რომ არ შეეშინდეთ , რადგანაც თუ ერთ ადამიანს შეეძლო და შეუძლია ეს ყველაფერი, მას მილიონობით ადამიანი აუცილებლად შეძლებს“,- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ცნობით, ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება