მურთაზ ზოდელავას ბრალი გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე წარედგინა – პროკურატურა მის მიმართ გირაოს შეფარდებას მოითხოვს

პოლიტიკოს მურთაზ ზოდელავას, რომელიც ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს, ბრალი გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე წარედგინა.
როგორც პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადეს, პროკურატურა მურთაზ ზოდელავას მიმართ გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
„მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მურთაზ ზოდელავა უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ს მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
პროკურატურა სასამართლოსგან ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო მურთაზ ზოდელავას მიმართ – გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება”,- განაცხადეს პროკურატურაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება