“მამამთილი შესწრებია და ბავშვი გამოუყვანია. ალბათ სიმთვრალეში პათოლოგიური გადახრები ჰქონდა” – “კურიერი” დღეს იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც კაცმა ცოლი სასტიკად მოკლა

კაცი, რომელმაც ცოლი სასტიკად მოკლა, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 30 წლის გიორგი კავლელაშვილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ის ახლა ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს მკურნალობას. როგორც ექიმმა “კურიერის” განუცხადა, ამ ეტაპზე დაკავებულის გამოკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიზანშეწონილი არ არის.
მას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. “კურიერის” ინფორმაციით, აღნიშნული პროცედურა მის გარეშე ჩატარდება. დაკავებულს უკვე ჰყავს ადვოკატი და სწორედ ინტერესების დამცველის თანამონაწილეობით მოხდება ბრალდების წარდგენა.
ამასთან, “კურიერი” დღეს იმ ბინაშიც იმყოფებოდა, სადაც დანაშაული მოხდა. ადგილზე “რუსთავი 2-ის” გადამღებ ჯგუფს დაკავებულის მამა დახვდა, თუმცა მან მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა. როგორც ცნობილია, დაკავებულის მამა დანაშაულის მთავარი მოწმეა.
როგორც მეზობლები “კურიერთან” აცხადებენ, მამაკაცი მომხდარს შეესწრო.
“როგორც მეზობლებმა თქვეს, მამამთილი შესწრებია და ბავშვი გამოუყვანია. ალბათ [დაკავებულს] სიმთვრალეში პათოლოგიური გადახრები ჰქონდა, თორემ როგორ შეიძლება ეს ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა გააკეთოს, თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში,” – აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა.
ცნობისთვის, კაცმა მძინარე ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობები გუშინ გამთენიისას მიაყენა. 27 წლის ქალი ინგოროყვას კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კაცმა ცოლის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით – ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს