აშშ G7-ს რუსეთისგან ნავთობის მყიდველი ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებისკენ მოუწოდებს

აშშ-ს ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა დიდი შვიდეულის (G7) ფინანსთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება G7-ის პარტნიორებისადმი, რომ თუ ისინი ნამდვილად ერთგულნი არიან ში ომის დასრულების მიმართ, უნდა შეუერთდნენ -ს სგან ნავთობის შემსყიდველი ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბესენტი და აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელი, ელჩი ჯეიმისონ გრირი ასევე მიესალმნენ, სანქციებით ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის თავდაცვისთვის გაყინული აქტივების გამოყენების საკითხის შესწავლის ვალდებულებებს.
“მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, რომელიც პუტინს საომარი მანქანის დაფინანსებისთვის საჭირო შემოსავლების წყაროებს შეუწყვეტს, შევძლებთ საკმარისი ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებას უაზრო მკვლელობების დასასრულებლად.
პრეზიდენტ ტრამპის გაბედული ლიდერობის შედეგად, აშშ-მ უკვე მიიღო მკაფიო ზომები რუსული ნავთობის შემსყიდველი ქვეყნების წინააღმდეგ. მივესალმებით ჩვენი მეგობარი G7-ის ქვეყნების დაპირებას, რომ ისინი ერთგულნი არიან ამ ომის დასრულების და ვიმედოვნებთ, რომ ისინი შემოგვიერთდებიან ამ კრიტიკულ დროს გადამწყვეტი ზომების მიღებაში”. – აღნიშნულია ბესენტისა და გრირის საერთო განცხადებაში.
tabula.ge