გერმანიაში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით ფაქტი კონსტანსის ტბის რაიონში მოხდა. მათივე ინფორმაციით, მძარცველები 31-დან 34 წლამდე ასაკის ქართველები არიან, რომლებიც სამართალდამცავებმა მორიგი ქურდობისას აიყვანეს.
ორი დააკავეს, თუმცა ერთმა გაქცევა მოახერხა. დაუზუსტებელი ცნობით, 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში, სამმა ქართველმა 9 სახლი გაქურდა და მიყენებულმა ზარალმა, საერთო ჯამში, 20ი ათას ევროზე მეტი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია