ლევან სანიკიძე – პოლიტსაბჭომ ს სამარცხვინო დაკავების ფონზე, კიდევ უფრო მტკიცე პოზიცია გამოხატა, რათა 4 ოქტომბერს, გამოვიდეთ ქუჩაში და გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ამ რეჟიმის მშვიდობიანი დასასრული ვნახოთ

პოლიტსაბჭომ ს ყოვლად სამარცხვინო პოლიტიკური დაკავების ფონზე, კიდევ უფრო აქტიური და მტკიცე პოზიცია გამოხატა, რათა 4 ოქტომბერს, გამოვიდეთ ქუჩაში, ერთად დავგმოთ რუსული რეჟიმი და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დასასრული ვნახოთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ლევან სანიკიძის თქმით, პოლიტსაბჭოზე იმყოფებოდა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძეც, რომელმაც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მოძრაობის გეგმები გააცნო პოლიტსაბჭოს წევრებს.
„დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო შევხვდით 4 ოქტომბრის მშვიდობიანი სახალხო რევოლუციის ინიციატორ ბატონ პაატა ბურჭულაძეს და სამოქალაქო ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირს“. ბატონმა პაატა ბურჭულაძემ გაგვაცნო მოძრაობის გეგმები 4 ოქტომბრის საერთო სახალხო კრებასთან დაკავშირებით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო კიდევ ერთხელ მიესალმა „რუსთაველის გამზირის“ ინიციატივას.
პოლიტსაბჭომ ჩვენი ლიდერის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის უკანონო, ყოვლად სამარცხვინო პოლიტიკური დაკავების ფონზე, კიდევ უფრო აქტიური და მტკიცე პოზიცია გამოხატა, რათა 4 ოქტომბერს, ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყნის ყველა პატრიოტი მოქალაქე შეიკრიბოს არა „ქართული ოცნების“ კრიმინალური, მოღალატეობრივი, რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ გამოვიდეთ ქუჩაში, ერთად დავგმოთ რუსული რეჟიმი და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დასასრული ვნახოთ“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება