– ხელისუფლებამ ჩარლი კირკის მკვლელი იპოვა და მაღალი ალბათობით, ის დაკავებულია

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ხელისუფლებამ ჩარლი კირკის მკვლელი იპოვა და მაღალი ალბათობით, ის დაკავებულია.
„მაღალი ალბათობით, ის დაკავებული გვყავს“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ოფიციალური პირები დღეს მოგვიანებით განახლებულ ინფორმაციას გაავრცელებენ.
-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს „მისმა ძალიან ახლობელმა პირმა გადასცა“.
ამასთან, CNN-ი საკითხთან დაკავშირებულ ოთხი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთი პირი მართლაც დაკავებულია და მიმდინარეობს მისი დაკითხვა.
შეგახსენებთ, კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი ოთხშაბათს, იუტას შტატის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ერთი გასროლით მოკლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – „ოპოზიციის ალიანსი“ ძალიან ტოქსიკურია – სააკაშვილი რას ამბობს არასწორს? ასევე, ხაბეიშვილის რეპლიკა არ არის სწორი? – 10 მაისიდან ხალხში გავალთო, თქვე კაი ადამიანებო, აპრილმა რა დააშავა?