GWP – მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი სრულად განახლდება

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
კომპანიის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 2 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახლად მოწყობილ წყალმომარაგების სისტემაზე 7 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და სახანძრო ჰიდრანტი დამონტაჟდება.
მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო პროექტი „ჯივიპიმ“ ივლისის თვეში დაიწყო და ოქტომბერში დაასრულებს, რაშიც კომპანია ჯამში 400 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.
როგორც „ჯივიპიში“ აცხადებენ, პროექტის შედეგად, ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
მათივე ცნობით, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება „ჯივიპის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – შეიძლება ვინმეს არ მოვწონდე ან ვიღაცას სხვა არ მოსწონდეს, მაგრამ ერთმანეთს ცხვირ-პირი დავალეწოთ, ვაგინოთ, ბანერები დავუხიოთ, საარჩევნო კამპანიაში ხელი შევუშალოთ, ევროპასთან კავშირში არ არის, ეს არის სიბნელე

დაკავებული უკრაინელის ადვოკატი – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებმაც ნივთის გადატანა სთხოვეს, უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებად გაეცნენ – თანხა არ აუღია, როგორც უკრაინის მოქალაქემ, ვალად მივიჩნიეო