აცხადებენ, რომ [გამოძიებასთან] არ ვითანამშრომლეთ, რაც აბსურდია – მოქალაქე, რომელსაც “ოცნების” მხარდამჭერმა სილა გაარტყა

მოკლედ
· 8 სექტემბერს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ” ქართული ოცნების” მხარდამჭერები თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან დაუპირისპირდნენ – ამ დღეს 10-მდე აქტივისტი დაშავდა, მათ ნაწილს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.
· 10 სექტემბერს პოლიციამ “ოცნების” ორი მხარდამჭერი დააკავა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით – მათგან ერთი გავრცელებულ კადრებში ახალგაზრდა ქალს ჯერ სახეში ურტყამს, მერე კი აქციის მონაწილეებს უხამს ჟესტებს უჩვენებს, მეორე კი ხელკეტით უსწორდება დემონსტრანტებს.
· 12 სექტემბერს -მ თქვა, რომ ზაზა მამალაძესა და ირაკლი ბუაჩიძეს ათავისუფლებენ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო.
ქეთი ალავერდაშვილი, რომელსაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ზაზა მამალაძე აქციაზე სახეში ხელს არტყამს, პოლიციამ 11 სექტემბერს გამოჰკითხა. გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც ის დაიკითხა, ჯგუფური ძალადობის კვალიფიკაცია აქვს. ქეთი ჩვენებას 4 საათის განმავლობაში აძლევდა.