დარწმუნებული ვარ, ესპანურ ფეხბურთთან ადაპტაცია არ გამიჭირდება – გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალში“ წარადგინეს

დარწმუნებული ვარ, ესპანურ ფეხბურთთან ადაპტაცია არ გამიჭირდება – გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალში“ წარადგინეს
„ვილიარეალმა“ ახალწვეულები წარადგინა, მათ შორის, რა თქმა უნდა, გიორგი მიქაუტაძეც იყო.
ესპანურმა კლუბმა ოთხი ახალწვეული ოფიციალურად წარადგინა – ტანი ოლუვასეი, არნაუ ტენასი, მანორ სოლომონი და გიორგი მიქაუტაძე. ღონისძიებას, რომელიც „ესტადიო დე ლა კერამიკაზე“ გაიმართა, კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ფერნანდო როიგ ნეგეროლესმა უმასპინძლა.
„მჯერა, რომ გიორგი მიქაუტაძე ჩვენი გუნდის გულშემატკივარს თავს ძალიან შეაყვარებს. ასე ვიტყოდი, ის ქუჩური სტილის ფეხბურთელია და თამაშის მანერით დავიდ ვილიასა და ემილიო ბუტრაგენიოს მაგონებს. მასზე ძალიან დიდი ფსონი გავაკეთეთ და დარწმუნებულები ვართ, დიდ დახმარებას გაგვიწევს“, – განაცხადა „ვილიარეალის“ სპორტულმა დირექტორმა.
წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს გიორგი მიქაუტაძემაც უპასუხა.
„გუნდში ტიტულების მოსაგებად მოვედი, იმედი მაქვს, რომ ეს ტრანსფერი ამად ღირდა. მოუთმენლად ველი მომავალ სეზონს. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და აქაც იმავეს გავაკეთებ.
დარწმუნებული ვარ, ესპანურ ფეხბურთთან ადაპტაცია არ გამიჭირდება. ლა ლიგა ყოველთვის მომწონდა და ძალიან მინდოდა აქ თამაში. ვფიქრობ, რომ ჩემი სათამაშო თვისებები ესპანეთის ჩემპიონატს შეესაბამება და „ვილიარეალთან“ ერთად ყველაფერი კარგად გამომივა“, – თქვა ქართველმა თავდამსხმელმა.
1tv.ge