დონალდ ტუსკი – ვისურვებდით, რომ პოლონეთზე დრონებით თავდასხმა შეცდომა ყოფილიყო, მაგრამ ეს ასე არ იყო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, მისი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა შეცდომის შედეგი არ იყო.
„ვისურვებდით, რომ პოლონეთზე დრონებით თავდასხმა შეცდომა ყოფილიყო. მაგრამ ეს ასე არ იყო და ჩვენ ეს ვიცით“, – წერს ტუსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა, შესაძლოა, შეცდომა იყო.