ეუთოს წევრი 37 ქვეყანა საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას ხელს აწერენ: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ლიეტუვა.
განცხადების თანახმად, წევრი სახელმწიფოები წუხილს გამოხატავენ 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დროულად არმიწვევის გამო, ასევე გამოხატავენ “ღრმა და უცვლელ შეშფოთებას საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით”.
