საქართველოს მოსახლეობა ისევ იკლებს – დაიბადა 17 719 და გარდაიცვალა 22 718 ადამიანი

2025 წლის 6 თვეში საქართველოში 17 719 ბავშვი(ცოცხლადშობილი) დაიბადა, ხოლო 22 718 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
2025 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და
გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 999 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (406) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (296).