ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ დამნაშავედ ცნო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და 27 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს კოლეგიამ ხმათა უმრავლესობით ბოლსონარუ დამნაშავედ მიიჩნია 2022 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ შეთქმულებაში სამხედრო გადატრიალების მიზნით. 70 წლის ჟაირ ბოლსონარუ დამნაშავედ არ ცნო კოლეგიის ხუთიდან ერთმა მოსამართლემ.
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ განაჩენი აბსურდულად არათანაზომიერია და მას გაასაჩივრებენ ყველა, მათ შორის საერთაშორისო დონეზე.
თავად ჟაირ ბოლსონარუ, რომელსაც მანამდე შინაპატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. ადვოკატებმა მიზეზად დაასახელეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ბრაზილიაში 2022 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო ს მეორე ტურში მემარცხენე ლუის ინასიუ ლულა და სილვამ ხმების 51%-ით დაამარცხა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, მემარჯვენე პოპულისტი ჟაირ ბოლსონარუ(49%).
ბოლსონარუს, რომელსაც „ბრაზილიელ ტრამპს” უწოდებენ, არჩევნებში დამარცხება საჯაროდ არ უღიარებია, თუმცა განაცხადა, რომ კონსტიტუციას პატივს სცემს. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის წინ, რომელიც 2023 წლის 1 იანვარს გაიმართა, ჟაირ ბოლსონარუმ ბრაზილია დატოვა და დროებით -ში, ფლორიდაში გაემგზავრა.
2023 წლის 8 იანვარს ბოლსონარუს მხარდამჭერები, რომლებიც არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევდნენ, კონგრესში, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოში შეიჭრნენ. პოლიციამ შენობები სპეციალური საშუალებების გამოყენებით გაათავისუფლა და ასეულობით პირი დააკავა.
2023 წლის იანვრის მოვლენების გამოძიების შედეგად, 2025 წლის თებერვალში ჟაირ ბოლსონარუს ბრალი წაუყენეს სახელმწიფო გადატრიალებისა და მოქმედი პრეზიდენტის დამხობის მცდელობაში.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, შეთქმულება, რომელშიც მონაწილეობდა კიდევ შვიდი პირი, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ჩაიშალა სამხედროებისგან მხარდაჭერის არარსებობის გამო.
2025 წლის ივლისში ამერიკის შეერთებულმა შტატების პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალეშანდრე დე მორაესს, რომელიც ბოლსონარუს პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.
11 სექტემბერს, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ბრაზილიისთვის ძალიან ცუდია. ტრამპის თქმით, ბოლსონარუ კარგი პრეზიდენტი იყო.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟაირ ბოლსონარუს გასამართლებას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა და განაცხადა, რომ ამას შესაბამისად უპასუხებენ.
ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუბიოს უპასუხეს, რომ ის ბრაზილიის ხელისუფლებას თავს ესხმის და მის მიერ იგნორირებულია დამაჯერებელი მტკიცებულებები. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრაზილიის დემოკრატია შეერთებული შტატების მუქარებს არ დაემორჩილება.
ფორუმი