გაზრდილი რისკების გამო ინდოელი იმპორტიორები რუსული ნავთობკომპანიებისგან უფრო დიდ ფასდაკლებას ითხოვენ

ინდოელი იმპორტიორები რუსული ნავთობკომპანიებისგან უფრო დიდ ფასდაკლებებს ითხოვენ, რადგანაც ქვეყანასთან ვაჭრობის შესაძლო რისკები იზრდება,- ამის შესახებ Reuters იუწყება, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
ინდური მხარის მოთხოვნით, რუსებმა ფასდაკლებები Brent-ის საბაზისო ფასებთან შედარებით დაახლოებით 10 დოლარამდე უნდა გაზარდონ თითო ბარელზე.
აღსანიშნავია, რომ ეს ბევრად მეტია, ვიდრე სექტემბერში შემოთავაზებული 2-3 დოლარის ფასდაკლება თითო ბარელზე. თუმცა მოსკოვი არ თანხმდება ასეთ პირობებს და ოქტომბერში ნავთობის პარტიის ჩინეთში გადამისამართებას გეგმავს.
რის შედეგადაც, ინდოეთისთვის ნავთობის მიწოდება დღეში 1.6 მილიონი ბარელიდან 1.4 მილიონ ბარელამდე შემცირდება.

ასევე დაგაინტერესებთ